|
2022-02-15 11:28:34, 605 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა ფინანსური დანაშაულების გამოძების საკითხებზე ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფინანსური დანაშაულების გამოძიების საკითხებზე გამართულ უწყებათშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სასწავლო და ოპერატიული პარტნიორობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ TOPCOP“ - ფარგლებში ჩატარდა. სწავლება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - მამუკა ჭელიძემ. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და პროექტის გუნდს აქტიური თანამშრომლობისთვის. უწყებათაშორის ტრენინგს სამართალდამცველთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) მიერ მოწვეული ექსპერტები უძღვებოდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები. სწავლებაზე ექსპერტებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: არალეგალური შემოსავლის კონფისკაციის ხერხები; კრიმინალური გზით დაგროვებული ქონების ჩამორთმევისა და მართვის გზები; კრიმინალური გზით დაგროვებული ქონების მოძიება და კონფისკაცია; ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება ფინანსური დანაშაულის გამოძიების კუთხით და სხვ. აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან ხორციელდება და 2024 წლამდე გაგრძელდება. მისი მიზანია სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერება სამართალდამცავ უწყებებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა), ასევე, ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებსა და ევროკავშირის შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობების და რეგიონული ქსელის გაძლიერება საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)