|
2022-02-11 17:22:08, 1013 ნახვა
საზოგადოება
გლდანის ა მიკრორაიონში სკვერის მოწყობა დასრულდა, გზის საფარის რეაბილიტაცია კი მიმდინარეობს
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. N1-N2-N3 კორპუსებთან კი, დაზიანებული გზის საფარი იცვლება. -ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, N4 კორპუსის მიმდებარედ, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 202 425 ლარი დაიხარჯა.
ამასთან, ა მიკრორაიონის N1-2-3 კორპუსებთან და ახლადმოწყობილი სკვერის მიმდებარედ, ასფალტის საფარი დაახლოებით, 2 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე წესრიგდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 170 624 ლარი არის გათვალისწინებული. " - აღნიშნულია ინფორმაციაში. მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)