|
2022-02-11 15:09:13, 1135 ნახვა
რეგიონი
ზურაბ კოპაძე - ბიუჯეტიდან 2022 წელს მოქალაქეების სოციალური დახმარებისთვის 1 050 000 ლარია გამოყოფილი
კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2022 წელს მოქალაქეების სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილია 1 050 000 ლარი, რომელიც 2021 წლის 17 დეკემბერს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, 2021 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოქალაქეების სოციალური დახმარებისათვის განსაზღვრული იყო 995 000 ლარი, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე თანხა გაიზარდა და დახმარება გაეწია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 2583 მოქალაქეს და 361 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს. "ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით ყოველწლიურად იზრდება სოციალური პროგრამის მუხლების რაოდენობა და შესაბამისად დაფინანსება. 2022 წელს პროგრამის 33 მუხლს დაემატა ახალი 34-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერად დახმარებას. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს. მიმდინარე წლის 10 თებერვლის მდგომარეობით შემოსულია და დაკმაყოფილებულია 655 მოქალაქის განაცხადი. ქალაქში 80 ბენეფიციარზე ფუნქციონირებს უფასო სასადილო, სადაც კვირაში 6 დღის განმავლობაში ერთჯერად ცხელ სადილს იღებენ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)