|
2022-02-10 15:13:43, 972 ნახვა
საზოგადოება
„სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები საკუთარ ბინებს დათქმულ ვადაში მიიღებენ
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტი დაათვალიერა, რომელიც კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების დასაკმაყოფილებლად შენდება. პროექტს ამჟამად სამშენებლო კომპანია m2 ახორციელებს, რომელმაც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ვალდებულება 2019 წლის სექტემბერში, თბილისის მერიასთან დადებული შეთანხმების ფარგლებში აიღო. „თქვენ იცით კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების პრობლემა და ალბათ გახსოვთ, რომ მივიღეთ ამ პრობლემის მოგვარების გადაწყვეტილება. სამშენებლო კომპანია m2-მა აიღო ამ მშენებლობების დასრულების ვალდებულება. დღეს ძალიან მიხარია, რომ ვხედავ ამ სამუშაოებს. კორპუსების ნაწილი ფაქტობრივად დასრულებულია, ხოლო ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს. 2023 წლისთვის „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები მიიღებენ თავიანთ საცხოვრებლებს. სამ ადგილზე მიმდინარეობს მშენებლობა. ეს არის მირცხულავას, ნუცუბიძის და ჭყონდიდელის ქუჩები. პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების მიუხედავად, ამ ობიექტებზე ერთი დღით არ გაჩერებულა სამუშაოები. დაზარალებული ოჯახებისთვის მიცემული დაპირება 2023 წელს შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. კომპანია m2-მა მირცხულავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები გასული წლის მარტში დაიწყო.
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)