|
2022-02-09 12:13:26, 695 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას კვლავ 70 000 ლარით დააფინანსებს
დედაქალაქის მერია „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას კვლავ 70 000 ლარით დააფინანსებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც წელსაც დაფინანსდება - ეს არის ღვიძლის გადანერგვის პროგრამა. იცით, რომ თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამას“, თბილისის მთავრობაში ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ, ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი დაემატა. 2018 წლიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვა უკვე დაუფინანსდა 34 მოქალაქეს, რაც 34 გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. მინდა, ამ ადამიანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. თბილისის მერია ერთ მოქალაქეს ღვიძლის გადანერგვას თავდაპირველად, 60 ათასი ლარით უფინანსებდა, შემდეგ კი თანხა გავზარდეთ და 2019 წლიდან ერთი ბენეფიციარისთვის 70 ათასი ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალძემ. მისივე თქმით, ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია, რომლის ღირებულება 120 000 ლარია, საიდანაც 70 000 ლარს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აფინანსებს. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პროგრამაა. პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას, არავის არასდროს გქონოდეთ ამის აუცილებლობა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, იცოდეთ, რომ არსებობს ასეთი პროგრამა. ვინც თბილისშია რეგისტრირებული, უნდა დაწეროთ განაცხადი. მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით და ხელს შეგიწყობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მაჭავარიანი – ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ, ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს
ტრამპმა ირანთან ომის დროს ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს განადგურება დაუშვა
Le Figaro: საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების გამო 1.8 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
კახეთში ყურძენი 13 200-მდე მევენახემ დააბინავა, მათი მოსავლის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)