12:11 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 11:34:42, 876 ნახვა

პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა” ორ ლოკაციაზე საპროტესტო აქციას მართავს და ეკონომიკის მინისტრის გადადგომას ითხოვს

გადასახადებს ვიხდით ჩინოვნიკების ჯიბეში"; "ხელისუფლება აღარიბებს"; "გადამგდები მთავრობა". - ამ წუთებში  "ნაციონალური მოძრაობა" სემეკთან და იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს. 

როგორც ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, მათი მოთხოვნა იანვრის თვის გადასახადის კორექტირება, კომუნალური გადასახადების ტარიფის დაწევა და ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომაა, რომელიც მისი თქმით, ამ ყველაფერზე  პასუხისმგებელი პირია.

ამასთან ხაბეიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაასაჩივრონ გაორმაგებული გადასახადები, რაშიც საჭიროების შემთხვევაში  "ნაციონალური მოძრაობა" დაეხმარებათ. 

ადგილზე სამართალდამცავები არიან  მობილიზებული.

 

 

 

ფოტო: მთავარი არხი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN: თუ აშშ ირანზე თავდასხმებს განაახლებს, შესაძლოა, „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს
თეთრი სახლი უარყოფს მონაწილეობას უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან დაკავშირებით - Axios
სეს - საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია პირი, რომელიც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი საქმეების დამზადების საქმეში ფიგურირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics