|
2022-02-05 15:50:47, 3381 ნახვა
რეგიონი
კასპში სასტუმრო კავთისხევი რეზორტი გაიხსნა
კასპში სასტუმრო კავთისხევი რეზორტის გაიხსნის პრეზენტაცია გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მდინარე კავთურის ხეობაში, შუაგულ საკავთსხევოში მდებარე სასტუმროს ლობი სივრცე გემოვნებითა და ქართულ-ევროპული თანამედროვე სტილით მოწყობილი მყუდრო სასტუმროა. „სასტუმროს მშენებლობა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყოფით 70%-ის ფარგლებში დაფინანსდა. ეკოლოგიურად ჯანსაღი, უსაფრთხო გარემო და კომფორტული კოტეჯები საუკეთესოა საყვარელ ადამიანებთან, ოჯახთან ერთად განტვირთვის, დროისა და დასვენების გასატარებლად. სასტუმროს ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობს საოჯახო დასვენების საჭირო სტანდარტებს, რომელსაც შეუძლია ერთდროულად 60-70 ადამიანს უმასპინძლოს. ქართულ-ევროპული სამზარეულო, თონე, ბარი, ღია ტიპის საცურაო აუზი, „ჩანი“ (ცხელი წყლით), მონადირის სახლი და მშვიდი გარემო თითოეული დამსვენებლისთვის სასურველ ატმოსფეროს ქმნის. საკავთისხევო მდიდარია ისტორიული ძეგლებითა რომელიც მრავალ ტურისტს იზიდავს. სასტუმროს ფუნქციონირებამ სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი კადრების დასაქმებას შეუწყო ხელი. ვულოცავთ სასტუმროს მეპატრონეს ნიკოლოზ ხაჩირაშვილსა და მთელ პერსონალს ამ ღირშესანიშნავ დღეს, რომ ზრუნავენ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე და ტურისტებისა და დამსვენებლების სიმრავლეს ვუსურვებთ - აღნიშნეს პრეზენტაციაზე დამსწრე შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პრეზენტაცია რომელიც ცოცხალი მუსიკის ფონზე მიმდინარეობა გრანდიუზოლი ფოიერვერკით დასრულდა. სასტუმრო კავთისხევი რეზორტის ლობი სივრცეში დასვენებისთვის დარეკეთ 500 500 900 და დაჯავშნეთ ნომერი - Hotel Kavtiskhevi Resort.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)