18:38 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-04 19:56:47, 1153 ნახვა

ეკონომიკა
უკრაინაში ვიზიტისგან თავშეკავების გამო, „სირცხვილია“-მ ირაკლი ღარიბაშვილს კიევის ავიაბილეთები საჩუქრად გაუგზავნა

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია”-მ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ქუთაისი-კიევის მიმართულების ავიაბილეთები უყიდა.

მიზეზად, პრემიერის მხრიდან უკრაინაში ვიზიტისგან თავშეკავება სახელდება.

„თქვენი 5-დღიანი იზოლაციისა და შემდგომი კოვიდ-რეაბილიტაციის ვადების გათვალისწინებით, ქუთაისი-კიევის მიმართულებით შესყიდული იქნა 2022 წლის 10 თებერვლის ავიაბილეთი“, - ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს,
ბატონო ირაკლი, 
სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” დარწმუნებულია, რომ თქვენ მიერ უკრაინაში ვიზიტისგან თავშეკავების არაერთი სერიოზული მიზეზი არსებობს, მაგალითად: საქართველოში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირე, მთავრობის ხარჯების შემცირების პოლიტიკა 2022 წლისთვის და რაც მთავარია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კოვიდინფიცირების ფონზე. 
ვითვალისწინებთ რა ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებს, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” მიიღო გადაწყვეტილება, ორგანიზაციული სახსრებით დააფინანსოს თქვენი მგზავრობა ქუთაისი-კიევის მიმართულებით. თქვენი 5-დღიანი იზოლაციისა და შემდგომი კოვიდ-რეაბილიტაციის ვადების გათვალისწინებით, ქუთაისი-კიევის მიმართულებით შესყიდული იქნა 2022 წლის 10 თებერვლის ავიაბილეთი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩასხდომის დროა 04:05 საათი, ტრანზიტი ლატვიაში (რიგის საერთაშორისო აეროპორტი) - 06:10 საათი, ხოლო ჩაფრენა დანიშნულების ადგილას - 01:05 საათი. 
გამგზავრებისთვის დაგჭირდებათ Covid-19 სერთიფიკატი (მწვანე პასპორტი) ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
ბილეთის ელექტრონული ვერსია გამოგზავნილია თქვენს პირად ელექტრონულ მისამართზე. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია მზად არის პირადად გადმოგცეთ ბილეთი.
#StandWithUkraine“, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics