|
2022-02-01 16:38:29, 1602 ნახვა
ეკონომიკა
რომელ უბნებშია მოთხოვნა ბინებზე თბილისში?
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის გადანაწილებას თუ გადახედავთ, ნათლად გამოჩნდება რომ თბილისი ამ მხრივ ძალიან დატვირთული ქალაქია. შესაბამისად არაა გასაკვირი რომ დედაქალაქში მოთხოვნა ბინებზე ყოველთვის დიდია. თბილისის თითოეულ უბანს თავისი ხიბლი აქვს, თუმცა არსებობს გამორჩეული ლოკაციები, სადაც ბინის ყიდვა ბევრ ადამიანს სურს. ვაკე ვაკე თბილისის გამორჩეული, განვითარებული და კეთილმოწყობილი უბანია, სადაც ძველი სტილის არქიტექტურული ნაგებობები ერწყმის თანამედროვეს და ძველისა და ახლის სინთეზს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ვაკე თბილისს 1907 წელს შემოუერთდა, დღეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანია. შეიძლება ითქვას ესაა ქალაქის ცენტრი, რომელიც ცდილობს მის სტანდარტებზე ააწყოს ქალაქის რიტმი და მაჯისცემა, შესაბამისად, ვაკეში როგორც კომერციული და საოფისე ფართები, ბინებიც საკმაოდ ძვირი ღირს. სწორედ დიდი მოთხოვნის გამო დეველოპერები ცდილობენ, ამ უბანში ერთი კვ.მ მიწაც კი არ დატოვონ აუთვისებელი და ააშენონ მაღალი დონის საცხოვრებელი კომპლექსები. რეკრეაციული თვალსაზრისით ვაკის პარკს განსაკუთრებული მნიშვნელობა ისტორია და დატვირთვა აქვს, ესაა 2000 ჰექტარზე გაშენებული პარკი, სადაც თაობები იზრდებოდნენ, უფროსები იკრიბებოდნენ და კოლორიტებად ყალიბდებოდნენ. გადასაადგილებლად ვაკე ერთ-ერთი რთული ლოკაციაა, გამართულად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა საკუთარი ავტომობილით გადაადგილება არც თუ ისე სასიამოვნოა პროცესია. საცობები და მანქანების ხმაური ცენტრალურ ქუჩებზე მაცხოვრებლების „თავის ტკივილია“. საბურთალო არქიტექტურული თვალსაზრისით ბევრად უფრო მრავალფეროვანია საბურთალო. ამ უბანში მრავლადაა როგორც მეორეული საცხოვრებელი კორპუსები და კერო სახლები, ასევე ახალაშენებული კომპლექსები. საბურთალო თბილისს, ვაკის შემდგომ, 1917 წელს შემოუერთდა, მას შემდეგ მიმდინარეობს მისი განაშენიანება - რეკრეაციული ზონების მოწყობა, სკოლებისა და ბაღების მშენებლობა. იგი იძლევა საშუალებას იცხოვრო ქალაქის ცენტრში და ამავდროულად იპოვო მყუდრო ნავსაყუდელი. ბინები საბურთალოზე მარტივად იყიდება, რადგან აქ მრავალფეროვანი არჩევანია. ფასს ძირითადად ფართი და ბინის მდგომარეობა განსაზღვრავს, საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ აქ სხვა ცენტრალურ უბნებთან შედარებით ფასები უფრო ხელსაყრელია, ადგილიც კარგია და ინფრასტრუქტურაც გამართული. კრწანისი კრწანისი ერთ-ერთი მშვიდი და ცენტრალური უბანია თბილისში. ვაკე - საბურთალოსგან განსხვავებით აქ მანქანების გამუდმებული მოძრაობა არ შეინიშნება, სწორედ ამიტომ ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. ბოლო წლებში ამ უბანში დაიწყო ახალი საცხოვრებელი კომპლექსების და კორპუსების მშენებლობა. სასიამოვნო ხედები ერთიორად ჰმატებს ხიბლს ამ უბანში ცხოვრებას. ბინის ფასები ახალ ნაგებობებში საკმაოდ მაღალია, თუმცა, ნამდვილად ღირს გადაიხადო მეტი ეკოლოგიურად სუფთა ადგილში, სადაც გამართული ინფრასტრუქტურაა, არაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა და მოწყობილია რეკრეაციული სივრცეები ბავშვებისა თუ უფროსებისთვის. სოლოლაკი სოლოლაკი თბილისის უძველესი, დიდი ისტორიის მქონე უბანია, სადაც ძირითადად ძველი აშენებული და იტალიური ტიპის სახლებია. თუმცა, ბოლო პერიოდში აქაც გამოჩნდა მულტიფუნქციური, საცხოვრებელი კომპლექსები. შესაძლოა არქიტექტორული თვალსაზრისით სოლოლაკს არ შეესაბამებოდეს ულტრა თანამედროვე დიზაინის შენობები, თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ბინებს ასეთ ნაგებობებში საკმაოდ მაღალი ფასი აქვს, ვიდრე ძველ სახლებს. სოლოლაკიდან რამდენიმე წუთის სავალზეა ქალაქის სხვადასხვა პრესტიჟული უბანი, ძველი თბილისი, ქალაქის მთავარი მოედანი, მთაწმინდა.. სოლოლაკი ფეხით გადასაადგილებლად ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაციაა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)