|
2022-01-25 17:55:57, 1264 ნახვა
რეგიონი
2022 წელს აჭარაში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება გაიზარდა და დაინერგა ახალი პროგრამები
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით 2022 წლის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამბის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრრობა იუწყება. უწყების ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების ეფექტიანობა და მოსახლეობისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა. 2022 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა და 28 121 900 ლარს შეადგენს. გაიზარდა როგორც სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსება, ისე ბენეფიციართა რაოდენობა. 2022 წელს გაიზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება. ასევე, გაიზარდა ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება. 2022 წელს პირველად, განხორციელდება ფსორიაზით დაავადებული პაციენტების მკურნალობა ბიოლოგიური მედიკამენტებით. წელს დაიწყო ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსება. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წელს გაიზარდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობა და თითოეული ოჯახი საცხოვრებელი ფართის შესაძენად მიიღებს 30 000 ლარს, ნაცვლად 25 000 ლარისა. ხოლო, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დაფინანსება გაიზარდა 5000 ლარით და 15 000 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20 000 ლარს. შეხვედრაზე განიხილეს დასაქმების, სოციალური პროგრამების დაფინანსების და თანადაფინანსების მექანიზმები.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)