06:26 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-25 14:23:51, 1833 ნახვა

სამხედრო
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს უფროსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თეონა აქუბარდიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს უფროსთან, დავით ფერაძესთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მთავარ თემას შშმ პირებისთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხები წარმოადგენდა, რასთან დაკავშირებითაც ბოლო პერიოდში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. შეხვედრაზე დავით ფერაძემ დეპუტატებს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის გამართვის მზაობა გამოთქვა.

„შშმ პირების სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, რაზეც სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს  უფროსმა დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა. შევთანხმდით მომავალში გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის თაობაზე, სადაც როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ასევე პრაქტიკული ნაწილის გაუმჯობესების კუთხით გავაგრძელებთ მსჯელობას", - აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ობიექტურად არსებობს პრობლემები შშმ პირებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე პირველადი ინფორმაცია მივიღეთ თუ რა ხარვეზები და რა პრობლემები არსებობს და ასევე სამომავლო ნაბიჯებიც დავგეგმეთ, რათა აღნიშნული გამოწვევები სისტემურად მოგვარდეს და შშმ პირებს, კანონის დარღვევის ბრალდებით,  სასამართლოში სიარული აღარ უწევდეთ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, როგორც აღნიშნულ პროცესებზე მაკონტროლებელი და ზედამხედველობის გამწევი სუბიექტი, მზად არის შესაბამის უწყებებთან ერთად, არსებული პრობლემები აღმოფხვრას", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics