|
2022-01-24 11:42:38, 744 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - „ომიკრონი“ სუსტად მიმდინარეობს, თუმცა საფრთხე მაღალია, მოსახლეობას მოვუწოდებ, ჩაერთონ ვაქცინაციაში
იმის მიუხედავად, რომ ვუსმენთ რა ექიმებს და მეცნიერებს, „ომიკრონი" საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, მაინც საფრთხე მაღალია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, ამიტომ აუცილებელია, ამ ჯგუფებზე გაკეთდეს მეტი აქცენტი და სწორედ 50 წლის ასაკის ზემოთ წამახალისებელი კამპანიები ჩავატაროთ, 200-ლარიანი დანამატი გადავუხადოთ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია, იყოს ათვისებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარე კვირაში მზარდია კოვიდით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა, ქვეყნის შესაბამისი სექტორები მზადყოფნაშია, ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდპარამეტრების მონიტორინგი და მათი უწყვეტი ანალიზი. „ბოლო დღეების მანძილზე ტესტირებით გამოვლენილი იქნა დაინფიცირებულთა საკმაოდ მაღალი დღიური ციფრი, თუმცა სიკვდილიანობა 1.4%-ია, რაც საკმაოდ დაბალია და კლების ტენდენცია ამ კვირაშიც ნარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, მიუხედავად ახალი შემთხვევების გამოვლენილი მზარდი დინამიკისა, ეს ჯერჯერობით არ ასახულა ჰოსპიტალურ სექტორზე და ზეწოლა ძირითადად ლაბორატორიულ და პირველადი ჯანდაცვის, ამბულატორიული ქსელის დონეზეა. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. მე და ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა ვისაუბრეთ და ჩვენი სურვილია, გაფართოვდეს ვაქცინაცია. ზოგადად, რეგიონებსა და სოფლებში გვინდა უფრო აქტიურად და ინტენსიურად დავიწყოთ ვაქცინაცია. მოსახლეობას შევახსენებ, რომ პირველივე ჯერზე, 50 წლის ასაკის ზემოთ ჩვენ 200-ლარიან წამახალისებელ დანამატს ვუხდით მოქალაქეებს. გვინდა, ეს პროცესი უფრო გავაფართოოთ და სოფლებში ჩავიტანოთ ვაქცინები. იმის მიუხედავად, რომ ვუსმენთ რა ექიმებს და მეცნიერებს, „ომიკრონი" საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, მაინც საფრთხე მაღალია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, ამიტომ აუცილებელია, ამ ჯგუფებზე გაკეთდეს მეტი აქცენტი და სწორედ 50 წლის ასაკის ზემოთ წამახალისებელი კამპანიები ჩავატაროთ, 200-ლარიანი დანამატი გადავუხადოთ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია, იყოს ათვისებული", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
ფავლენიშვილი- უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)