|
2022-01-18 12:58:49, 975 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო
„საქართველოს ბანკის“ სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმება იგეგმება. წელს ბანკი III-IV კურსის სტუდენტებსა და ბაკალავრიატის ახალ კურსდამთავრებულებს 15 პროგრამას სთავაზობს, რაც მათ ბანკის 45 დეპარტამენტში სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს. პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება, დასრულებული პროგრამების მონაწილეთა 95%-მა კი საქართველოს ბანკში განაგრძო კარიერა. ლიდერატორში ჩართული სტუდენტების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა სხვადასხვა პროფესიული, სამუშაო საჭიროებებზე მორგებული ტრენინგებითა და პროფესიონალი მენეჯერების მიერ გაწეული ინდივიდუალური მენტორინგით მიმდინარეობს. პროგრამა ანაზღაურებადია და მაქსიმალურადაა მორგებული სტუდენტების აკადემიურ გრაფიკს. აღსანიშნავია, რომ წელს პროექტს სამი ახალი პროგრამა დაემატა: რისკების მართვა, რაოდენობრივი მოდელების ანალიტიკა, პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 6 თებერვლამდე გაგრძელდება. თითოეული პროგრამის უკეთ გასაცნობად და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/Lideratori2022 „ლიდერატორის“ მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, 1 წლის მანძილზე, როტაციის პრინციპით, სხვადასხვა მიმართულებით არაერთ პოზიციაზე დასაქმდნენ. ეს კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბანკის ფუნქციონირების 360°-ით დანახვას და კონკრეტული მიმართულებებისა და პროფესიის შესახებ სრულყოფილი ხედვის ჩამოყალიბებას. ლიდერატორი სტუდენტებისთვის შესაძლებლობაა, იპოვონ მათ ინტერესებზე მორგებული პროგრამა და სფეროს პროფესიონალების დახმარებით, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაქმნან. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ და სხვა პროექტებით ახალგაზრდების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი სტუდენტის პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას შევუწყოთ ხელი მათი კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე” , - აცხადებს საქართველოს ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ნუცა კაციტაძე.
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)