|
2022-01-14 11:22:29, 2340 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურმა ალიანსის შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სხდომის დაწყებამდე კი, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის ძალების მეთაურმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში უკანასკნელ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაზრდილი სამხედრო პროვოკაციებსა და მზარდი მილიტარიზაციის პროცესებზე. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის ძალების გრძელვადიანი დაგეგმვის დოკუმენტებზე და თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების სამომავლო გეგმებზე. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობასა და საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობებისა განვითარების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის როლზე. საუბარი ასევე შეეხო, 2022 წელს ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების დაგეგმვის პროცესის მიმდინარეობას. ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიმდინარეობისა და სამომავლო ამოცანების შესახებ. აღინიშნა, SNGP-ის როლი და მნიშვნელობა თავდაცვის ძალების უფრო მდგრად და ნატო-სთან თავსებად ძალად ჩამოყალიბების საქმეში. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებმა საქართველოს დელეგაციისაგან მიიღეს ინფორმაცია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ, აშშ-თან გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე და საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებმა აღნიშნეს ქართველი სამხედროების დიდი წვლილი ალიანსის საერთაშორისო მისიებში და მადლობა გადაუხადეს საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი კონტრიბუციისათვის. თავის მხრივ, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას განაგრძოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა. ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრები ბრიუსელში, ბელგიაში 12-13 იანვარს იმართება, სადაც უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლები ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)