|
2022-01-04 13:50:28, 1088 ნახვა
პოლიტიკა
ლონდა თოლორაია აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე - პარლამენტისთვის ეს იყო მკაცრი მესიჯი, რომ გადახედონ მიღებულ გადაწყვეტილებას
მე არ ვიცი ამაზე მკაცრი შეფასება რა შეიძლება იქნას გაკეთებული ამ ე.წ. რეფორმასთან დაკავშირებით, - ასე ეხმიანება სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია აშშ-ს საელჩოს განცხადებას და იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი გამოიყენებს ბოლო შანსს და დაფიქრდება კანონპროექტის დაინიცირებაზე. როგორც თოლორაიამ ტელეკომპანია "მთავართან" საუბარში განაცხადა, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არის უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისთვის და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. "აღნიშნულია, რომ ამით ფაქტობრივად გაუქმდა უწყება, რომელიც იყო მაკონტროლებელი მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების. ეს შეფასებულია, როგორც ძირის გამოთხრა დემოკრატიული ინსტიტუტების და პრინციპში მეც ანალოგიურ ხაზს ვავითარებდი. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი, რაშიც თანხვვედრაში ვართ, რის ის, რომ ეს არის დასჯა საზედამხედველო უწყების იმის გამო, რომ მას ჰქონდა განსხვავებული, მაგრამ კანონიერი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. და რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისთვის, ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ადამიანის უფლებების თვლასაზრისით. მე არ ვიცი ამაზე მკაცრი შეფასება რა შეიძლება იქნას გაკეთებული ამ ე.წ. რეფორმასთან დაკავშირებით, და მე დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტს დარჩა 1 შანსი, რომ დაფიქრდეს. და თუ პრეზიდენტი გამოყენებს ვეტოს უფლებას და დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ უფლებას გამოიყენებს, მე ვფიქრობ, პარლამენტისთვის ეს იყო მკაცრი მესიჯი, რომ კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, გადახედონ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ლონდა თოლორაიამ. ცნობისთვის, 3 იანვარს, სოციალურ ქსელში აშშ-ს საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას. შეგახსენებთ, 30 დეკემბერს, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესმე მოსმენით დაამტკიცა.
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ
ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს
ევროკავშირი უკრაინას Starlink-ის ალტერნატივას შესთავაზებს
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)