|
2021-12-30 20:02:24, 2626 ნახვა
ეკონომიკა
ზრუნვის კედელი და სანტები „თეგეტასგან“ – ჰოლდინგმა ზრუნვის მასშტაბური კამპანია წამოიწყო
თეგეტა ჰოლდინგმა წელს ზრუნვის მასშტაბური კამპანია წამოიწყო, ისეთი, რომლის მსგავსიც ჯერ არ განუხორციელებია. რა არ მოიფიქრეს, ჯერ შექმნეს ონლაინ პლატფორმა “თეგეტა ქეარი”, სადაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე სანდო და საქმის მკეთებელ ორგანიზაციებს მოუყარეს თავი, ამ პლატფორმაზე მოიწვიეს ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარება უნდა და შესთავაზეს მათზე ზრუნვის მარტივი და უსაფრთხო გზა. შემდეგ ზრუნვის მნიშვნელობით და ჯადოსნური ემოციებით გაჯერებული ვიდეო რგოლი შექმნეს. ამ ყველაფრის კულმინაციად კი თეგეტაში ზრუნვის კედელი აქციეს.
“ზრუნვის კედლის მთავარი იდეა იყო, რომ ამ ერთიანი დიდი მიზნის მიღწევაში, რაც ბევრი მზრუნველი ქმედების და მზრუნველი ადამიანის გაერთიანებას გულისხმობს, ჩვენი თანამშრომლები, თეგეტას გუნდის წევრებიც ჩაგვერთო. სწორედ ამიტომ, ალბათ ყველა კომპანიისთვის უკვე ტრადიციული Secret Santa ჩვენ იმ ადამიანებს - მოხუცებსა და ბავშვებს მივუძღვენით, ვისაც ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდება”- ამბობს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სურვილების შეგროვება არ გასჭირვებიათ - გუნდი tegeta.care-ის კამპანიით დამეგობრებულ ორგანიზაციებს დაუკავშირდა და მათი ბენეფიციარების საახალწლო სურვილების თავმოყრაში დახმარება სთხოვა. წერილი სანტას (ანუ, ამ შემთხვევაში, თეგეტას) საერთო ჯამში 300-ზე მეტმა ბენეფიციარმა გამოუგზავნა. “სურვილები არის მოხუცებისა და ბავშვებისგან. სულ 6 ორგანიზაციიდან, ესენია: „კათარზისი“, მოხუცთა თავშესაფარი „ლაზარეთი“, „სუპერგმირი“, „ბერი ანდრიას ფონდი“, „პირველი ნაბიჯი“ და „SOS ბავშვთა სოფელი“. წერილები ერთმანეთზე უფრო გულისამაჩუყებელი იყო, მათი წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო გიჩნდებოდა განცდა, ზოგჯერ რამდენად მცირედი მცდელობით არის შესაძლებელი სხვისი ახალი წელი უფრო ჯადოსნური გახადო.” - გვიზიარებს ნათიკა ბერძული.
კამპანიაში ჩართვის სურვილი თეგეტას ძალიან ბევრმა თანამშრომელმა გამოთქვა და ასე დაიწყო საახალწლო ფუსფუსი არა ოჯახის წევრებსა ან საკუთარ თავზე ზრუნვისთვის, არამედ მათთვის, ვისაც “სანტები” არასდროს შეხვედროდნენ და ვისაც მათი ზრუნვა ყველაზე მეტად გაახარებდა. აქ ჩავსვათ ვიდეო - https://www.youtube.com/watch?v=4C2q_I_Vxiw “ზრუნვის კედლიდან წერილების ჩამოხსნის პროცესი ალბათ ყველაზე ჯადოსნური და გულისამაჩუყებელი სანახავი იყო. ჯერ როგორი ემოცია ჰქონდათ სანტებს მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების წერილების წაკითხვისას, შემდეგ როგორ მონდომებით ეძებდნენ, არჩევნდენ, ყიდულობდნენ, შემდეგ საგულდაგულოდ ფუთავდნენ და მოჰქონდათ ჩვენთან. შემდეგ იყო უკვე ადრესატებისთვის საჩუქრების მიტანა და ბენეფიციარების სიხარულით გაბრწყინებული თვალები და დაუვიწყარი ემოცია” - ნათიკა ბერძული. ვინ გადაწყვეტს, სხვა ადამიანებზე ზრუნვისას ვინ უფრო დიდ სიხარულს გრძნობს, სიკეთის მკეთებელი თუ მიმღები. ამ ემოციას ვერ გავზომავთ, ვერც ავწონით და ვერცერთი თვლადი კოეფიციენტით ვერ შევაფასებთ, ერთს კი წყალი არ გაუვა - ასეთი ზრუნვის აქტისას ორივე მხარე ბედნიერია, ორივე მოგებულია და მოგებულია საზოგადოებაც, ერთით მეტი გულში სითბო ჩაღვრილი ადამიანით დედამიწაზე. “მთავარი მოტივაცია ზრუნვის გარშემო მაქსიმალურად ბევრი ადამიანის და პირველ რიგში თვითონ თეგეტას გუნდის წევრების გაერთიანება იყო. ზრუნვით მიღებულ ემოციას ხომ მართლაც არაფერი შეედრება. ეს აქტივობა ალბათ ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, რომ სასიკეთო ცვლილების, ან სხვისთვის ჯადოსნური ახალი წლის შესაქმნელად გმირობა სულაც არ არის საჭირო, ხშირად ერთი მზრუნველი ქმედება და მონდომებაც სრულებით საკმარისია.” - ნათიკა ბერძული, თეგეტას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)