|
2021-12-29 11:01:00, 924 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა „თიბისი“ საქართველოში სავალუტო სერვისების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, „თიბისი“ საქართველოში სავალუტო სერვისების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო „თიბისიმ“ ზედიზედ უკვე მეოთხედ, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. “აღნიშნული ჯილდო ჩვენი გუნდის იმ ძალისხმევის დამსახურებაა, რომლის შედეგადაც, ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო სავალუტო პროდუქტებსა და მომსახურებას ვთავაზობთ. ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში, მათ შორის საქართველოში, სადაც უცხოური ვალუტის გაცვლის ტრანზაქციებზე მოთხოვნა მაღალია, როგორც კერძო პირებს, ასევე ბიზნესებს, ოპერაციების მხარდამჭერი და სანდო პარტნიორი ესაჭიროებათ, რომელიც ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებულ რისკებს აარიდებს თავიდან. „თიბისი“ და კერძოდ ჩვენი ხაზინის გუნდი, სწორედ ასეთი პარტნიორია“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძე. Global Finance-ის გამომცემლის და მთავარი რედაქტორის, ჯოზეფ ჯიარაპუტოს თქმით, დაჯილდოვდნენ ის ბანკები, რომელთა გუნდები გამორჩეული პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. „პანდემიით გამოწვეული საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური მომარაგების ჯაჭვის შეფერხება, სავალუტო კონვერტაციების პროცესში სანდო პარტნიორის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ჩვენ ის ბანკები დავაჯილდოვეთ, რომელთა გუნდები გამორჩეული პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და რომელთაც წარმატებით შეძლეს საკუთარი მომხმარებლების ცვალებად და გამოწვევებით სავსე პერიოდში მხარდაჭერა“, - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)