|
2021-12-28 18:58:49, 714 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ტყუილების მოლაპარაკე
„ნინო გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ძალით ტყუილების მოლაპარაკე. ისევე, როგორც ფორმა ასზე და სააკაშვილის გაწერაზე ძალით ხელისმოწერისას“, - ასე პასუხობს ნიკა გვარამია გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმების ბრალდებებს. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ექს-პრეზიდენტის მთავარ ექიმს, მალხაზ ურთმელიძესა და ნინო გოგორიშვილს, „ტრივიალურ მატყუარებსა და დანაშაულებრივ ყალბისმქმნელებს“ ვერ ვანდობთ. „გორის ჰოსპიტალის მთავარი ექიმის განმარტებით, სააკაშვილის პირად ექიმს მოტყუებით და მისი ნების წინააღმდეგ მოვაწერინე ხელი გავრცელებულ დოკუმენტზე. ქალბატონი გოგორიშვილი შოკში იყოო. და ეს შოკირებული, ფსიქოლოგიურად არასტაბილური და ცნობიერების მიღმა მყოფი ადამიანი მკურნალობს სააკაშვილს? ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და დაგვანახეთ, რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი, რა ჩავამატე, ზეწოლა როგორ მოვახდინე შუა ჰოსპიტალში, სუსით და ბადრაგით გარშემორტყმულ სივრცეში. ვიმეორებ, ყველა პუქტზე მისი ხელმოწერაა. ჯამურად დოკუმენტზეც მისი ხელმოწერაა, ტექსტით: "შედგენილია ჩემი კარნახით. ყველა ჩასწორება და კორექტირება გაკეთებულია ჩემი მითითებით." ამ ყველაფრის საფუძველზე, კანონსაწინააღმდეგოდ და არაუფლებამოსილი პირის (მთავარი ექიმი ურთმელიძე), მნახველების შეზღუდვა ყველაფერს ცხადყოფს და ასევე წამების სპირალის კიდევ ერთი ხვეულია. ნინო გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ძალით ტყუილების მოლაპარაკე. ისევე, როგორც ფორმა ასზე და სააკაშვილის გაწერაზე ძალით ხელისმოწერისას. შოკი თუ რამე იყო, მთავარი ექიმის განცხადება, რომ ბრიფინგზე მის გვერდით მდგომი გოგორიშვილი არ ილაპარაკებს, მის მაგივრად თვითონ უნდა ილაპარაკოს. და ახლა ამ ტრივიალურ მატყუარებს და დანაშაულებრივ ყალბისმქმნელებს (ურთმელიძე, გოგორიშვილი) უნდა ვენდოთ სააკაშვილი მკურნალობისა და ჯანმრთელობის სტატუსის განსაზღვრაში? P.S. საათის ეპიზოდზე, რომელიც ძალადობას მოიცავს, როგორც თვითმხილველი, ხელს აწერს რეანიმატოლოგი ნიკო გორგიშელი. ისიც შოკში იყო და მასაც ზეწოლით მოვაწერინე ხელი?“, - წერს ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში.
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ
ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)