|
2021-12-27 16:49:02, 2467 ნახვა
რეგიონი
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლიური ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო. სამინისტრომ 2021 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა და 2022 წლის სამომავლო გეგმები წარადგინა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სამინისტროს თანამშრომლებს წარმატებული საქმიანობისთვის. „ჩვენ დავიწყეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი უწყებების ეფექტურობაზე ზრუნვა და მომავალი წელი გარდამტეხი იქნება ამ მიმართულებით. ჩვენ ვახორციელებთ ხვნა-თესვის პროგრამას, რაც არის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ფერმერებისთვის, რათა შექმნან ის დოვალთი, რაც მნიშვნელოვანია ამ პოსტპანდემიური პერიოდის გადასალახად. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ციტრუსის სეზონის წარმატებით დასრულება. მისასალმებელია, რომ საექსპორტო ბაზრების კუთხითაც გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე და ჯამში ეს ღონისძიებები მოგვცემს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობის დარგი რეგიონში ვაქციოთ პროდუქტიულ, თითოეულ მოქალაქეზე და ფერმერზე ორიენტირებულ დარგად" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მიმდინარე წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა 15 წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით. წელს პირველად სამინისტრომ განახორციელა გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 300-მდე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტები. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში უსასყიდლოდ დამუშავებდა 2150 ჰა მიწის სახნავ-სათესი ფართობი. ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად მიმდინარეობს, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება განხორციელდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ადამიანის ჯანმრთელობის უვნებელი გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრიორიტეტს. სამინისტრომ შეიმუშავა სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის გაძლიერება, რომლის მიზანიც იყო მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი გაიზარდა გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 154 476 ლარით და შეადგინა 20 055 441 ლარი.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)