23:04 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 16:27:03, 695 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

მისივე თქმით, ეს საქმეებია - სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას და გვარამიას საქმე.

"ეს საქმეებია - სააკაშვილის საქმე, ხაზარაძის საქმე, მელიას საქმე, გვარამიას საქმე. ის საქმეები, რაც საზოგადოების დიდი რაოდენობის მიერ მიიჩნევა მოტივირებულად. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი არიან დამნაშავეები, ან უდანაშაულოები, ეს ნიშნავს, რომ გადაფასების პროცესში ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ და შესაბამისად, საუბარი როდესაც ამ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი, წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა, ან პატიმრობა ამ საუბრის აქტორებისა. ყოველგვარი იურიდიული შეფასების გარეშე, წინაპირობა ამ ურთიერთობის უნდა იყოს, რომ ამ მაგიდასთან, ყველა ვინც ვისაუბრებთ საქართველოს ერთიან და მთლიან პოლიტიკაზე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გეოპოლიტიკური გამოწვევები, ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი. ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიუმი",- თქვა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ
ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics