|
2021-12-24 19:44:37, 924 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - კუჭავას „გადადგომა“ სახელმწიფოს მიტაცებისა და ხელისუფლების უზურპაციის უტყუარი და ამომწურავი ინდიკატორია
„ცხადია, რომ კუჭავა უკვე მეორე პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც ვითომ გადადგა, სინამდვილეში კი არაფორმალურმა მმართველმა გადააყენა. ეს კი სახელმწიფოს მიტაცებისა და ხელისუფლების უზურპაციის უტყუარი და ამომწურავი ინდიკატორია“, - ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის, კახა კუჭავას გადადგომის გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, კახა კუჩავას გადადგომა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დასავლეთზე უარის თქმის მკაფიო და საბოლოო განაცხადია. „კუჭავა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ ფენომენალურ საპარლამენტო რეფორმებს გეგმავს და ამისთვის აპირებს მთელი დარჩენილი ვადის დათმობას. ერთ კვირაში ფენომენალური რომ არაფერი მოხდა, ცხადია. რამდენიც არ უნდა განვიხილო აქ და ახლა კუჭავა კრიტიკულად (და პოზიტიური მასზე სთქმელი არც რამე მაქვს), რამდენიც არ უნდა მქონდეს სალაპარაკო, როგორი უფერული პარლამენტის თავმჯდომარე იყო (და, ცხადია, იყო) და როგორი ჭრელი წინდები ეცვა (და ძალიანაც კარგი, რომ ეცვა), ეს სტატუსი ამაზე არაა. სრულიად ცხადია, რომ კუჭავა უკვე მეორე პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც ვითომ გადადგა, სინამდვილეში კი არაფორმალურმა მმართველმა გადააყენა. ეს კი სახელმწიფოს მიტაცების და ხელისუფლების უზურპაციის უტყუარი და ამომწურავი ინდიკატორია. რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს კუჭავას მიმართ, მისი "გადადგომა" მკაფიო და საბოლოო განაცხადია დასავლეთზე უარის თქმის. ამიერიდან, ევროკავშირის დროშას რომ დაწვავენ რუსების აგენტები, მისი ფორმალური და მოჩვენებიი აღმართვაც კი აღარ ჩათვალა ივანიშვილმა საჭიროდ და ეს ფორმალურად და მოჩვენებითად აღღმართველი სრულიად არაფორმალურად და არამოჩვენებითად გადააყენა“, - წერს ნიკა გვარამია თავის „ფეისბუკის გვერდზე“.
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ
ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)