03:18 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-23 11:25:51, 955 ნახვა

პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან ამ დროისთვის 12 კარავია გაშლილი და დაახლოებით 200-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ამ დროისთვის 12 კარავია გაშლილი.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ამ ეტაპზე 200-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს.

მოშიმშილეებს შორის არიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სამოქალაქო აქტივისტები. 

ცნობისთვის, მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ 21 დეკემბერს გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გააჟღერა.

მელიას თქმით, შიმშილობა იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics