|
2021-12-23 11:05:39, 1046 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებლისთვის ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია
„საქართველოს ბანკი“ ღია ბანკინგის მიმართულებით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად, ბანკმა ამჯერად იურიდიული პირებისთვის ღია ბანკინგის პირველი ეტაპი აამოქმედა, რომელიც ინფორმაციაზე წვდომას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებელი შეძლებს ყველა ბანკის ბიზნესანგარიში ერთ სივრცეში − ბიზნეს ინტერნეტბანკში იხილოს. ამგვარად, უკვე მარტივად და კომფორტულად, ცენტრალიზებულადაა შესაძლებელი სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის ანგარიშებზე განხორციელებული გადარიცხვების მონიტორინგი. სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური დირექტორებისა და ბუღალტრებისთვის, რადგან ეს საგრძნობლად უმარტივებს მათ ყოველდღიურ ოპერაციებს. დეტალურად, თუ როგორ გამოიჩინოთ სხვა ბანკის ანგარიშები ბიზნეს ინტერნეტბანკში, იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=LqYeThhemD4 „ხშირად, ფიზიკურ პირებთან შედარებით, ბიზნესს მეტად ესაჭიროება რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან ერთდროულად თანამშრომლობა, რათა მომხმარებელს უკეთესი მომსახურება გაუწიოს. სწორედ ამიტომ, ღია ბანკინგის ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურიდიული პირებისთვის. საწყის ეტაპზე, ისინი შეძლებენ ყველა ბანკის ბიზნესანგარიში ერთ სივრცეში იხილონ. 2022 წლიდან კი, ღია ბანკინგი ახალ ეტაპზე გადავა და უკვე გადარიცხვების შესრულებაც იქნება შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, ღია ბანკინგის განვითარებით, მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბიზნესს ისეთი ოპერციები, როგორიცაა: გადარიცხვები, გადახდები, ხელფასების ჩარიცხვა, საბანკო პროდუქტებით მომსახურება და ა.შ.“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა.
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)