2021-12-22 16:28:06, 1125 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ქალბატონი ზურაბიშვილის მხრიდან სააკაშვილის შეწყალება ძნელად წარმოსადგენია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პრეზიდენტის მიერ დაწყებული შერიგების პროცესს მიესალმება. თუმცა, მისივე თქმით, ქალბატონი ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ძნელად წარმოასადგენია.
"პროცესი რომელიც წამოიწყო ქალბატონმა ზურაბიშვილმა, ნამდვილად არის მისასალმებელი და ჩვენ ხელს შევუწყობთ. თუნდაც მიზერული შანსის არსებობის შემთხვევაში, შანსი გავზარდოთ და პოლარიზაციის ხარისხი, რაზე საუბრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, ჩვენი ჩართულობითაც შემცირდეს. პირადადაც მე ჩავერთვები ამ კონსულტაციებში.
შეწყალებას ველოდები თუ არა ქალბატონი ზურაბიშვილისგან, პირდაპირ გეტყვით, არც მიფიქრია სერიოზულად, იმდენად ამ წუთის მდგომარეობით ძნელად წარმოსადგენია ჩემთვის ქალბატონი ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალება", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,