17:16 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 10:58:13, 477 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ზარქუას განცხადებით, აზარტული თამაშების რეკლამირება მარტიდან აიკრძალება

ვითვალისწინებთ ტელევიზიების თხოვნას და აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„პირველი მოსმენის შემდეგ, იცით, რომ გამოითქვა გარკეული ტელევიზიებიდან მე მგონი, სამართლიანი მოთხონა, რომ გადახედილიყო ამოქმედების ვადა რეკლამების განთავსების თვალაზრისით, იმიტომ რომ უნდა გადაეწყოს ტელევიზიებიც, შესაბამისი სტრუქტურებიც ამ მოდელზე. აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ და რეკლამების ნაწილში აკრძალვა ტელევიზიების პირველი მარტიდან ამოქმედდება, ეს არის მეორე მოსმენაში ცვლილება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics