|
2021-12-17 09:59:44, 930 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ დიზაინ სისტემის ახალი პლატფორმა შექმნა
„საქართველოს ბანკი“ პროცესების გამარტივების მიზნით ციფრული ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის საქართველოს ბანკმა დიზაინ სისტემის ახალი პლატფორმა https://bog.design/ შექმნა. პლატფორმა იმ კომპონენტების შესახებ აერთიანებს ინფორმაციას, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესს ბევრად უფრო მარტივს და მოქნილს ხდის. დიზაინ სისტემის ფარგლებში საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს დიზაინისა და ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანების კომუნის ჩამოყალიბებას და მათ განვითარებას. უფრო კონკრეტულად, დიზაინ სისტემა მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკაა, რომლის თითოეული ელემენტიც ბრენდის საერთო სტილის, კონცეფციისა და წესების გათვალისწინებითაა შექმნილი, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატური კვლევის ანალიზით არის გამყარებული. ის ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც დიზაინის და კოდის დონეზე წინასწარ მომზადებულ კომპონენტებს, ასევე UX-ის, ბრენდის და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მათი გამოყენებისთვის საჭირო წესებსა თუ სახელმძღვანელოებს. დიზაინ სისტემის დახმარებით, გაცილებით უფრო მარტივი ხდება ნებისმიერი რაოდენობის ციფრული პროდუქტის მართვა და მათი შექმნისას ერთგვაროვნების დაცვა. ეს კი, მომხმარებლის ციფრულ გამოცდილებას კიდევ უფრო ინტუიტიურს, თანმიმდევრულს და კომფორტულს ხდის. იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/BankOfGeorgia/videos/448940900226970 „დიზაინ სისტემა მომავალზე ორიენტირებული, მოქნილი პლატფორმაა, სადაც იმ გაიდლაინებს მოვუყარეთ თავი, რაც საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში გამოიყენება. საქართველოში ცოტა კომპანია თუ მართავს საკუთარ ციფრულ არხებს ცენტრალიზებულად. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ჩვენი გამოცდილება ნებისმიერი გარე დაინტერესებული ადამიანისთვისაც გაგვეზიარებინა, იქნება ის დიზაინერი, დეველოპერი, მენეჯერი თუ სხვა. აღნიშნული ვებ-გვერდით, ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ საქართველოს ბანკის შიდა პროცესები გავხადოთ უფრო ეფექტური, არამედ ნებისმიერ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, თავადაც გაეცნონ დიზაინ სისტემის შექმნის და დანერგვის მიმართულებით ბანკის გამოცდილებას და შემდგომში, ეს საკუთარ პროფესიულ განვითარებას თუ საქმიანობას მოახმარონ“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან კობახიძე.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)