|
2021-12-16 20:09:56, 657 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - 2022 წლიდან ექსპორტიორ კომპანიებს დავეხმარებით სერტიფიცირების, ბრენდინგის, პროდუქციის შეფუთვის და საერთაშორისო ქსელში შესვლის ხარჯების გრანტის სახით თანადაფინანსებაში
„ჩვენი ამოცანაა ქართული ექსპორტის შემდგომი განვითარება და მთელ რიგ დარგებში იმპორტდამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება. ამ ამოცანის გადაჭრაში ეფექტურ როლს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები ასრულებენ. ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში ასეთი პროგრამაა „აწარმოე საქართველოში," რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენაში, ხოლო ამჟამად სრულად გადაეწყო ბიზნესის განვითარების სტიმულირების ამოცანაზე. 2021 წელს ამოქმედდა ახალი მხარდაჭერის პროგრამები, რომელთა მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზით სამუშაო ადგილების შექმნა და საექსპორტო პოტენციალის გაფართოებაა", - განაცხადა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2021 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა პროგრამა „ბიზნეს ექსპორტი" და „ბიზნეს უნივერსალი" - „ბიზნეს ექსპორტის" პროგრამის მონაწილეები სესხის პროცენტისა და საკრედიტო საგარანტიო სქემის სარგებლობასთან ერთად მიიღებენ გრანტს დამტკიცებული სესხის 15%-ის მოცულობით, ხოლო „ბიზნეს უნივერსალის" ფარგლებში მცირე ბიზნესს საშუალება აქვს ერთდროულად ისარგებლოს სესხის პროცენტის სუბსიდირებით და საკრედიტო-საგარანტიო სქემით. საექსპორტო და იმპორტჩამნაცვლებელ წარმოებებთან ერთად ასეთივე მხარდაჭერით ისარგებლებენ აგროტურისტული და ეკოტურისტული ბიზნეს-პროექტები. მისივე თქმით, 2021 წელს განხორციელდა მიკრო გრანტების პროგრამა და 14,3 მლნ ლარით დაფინანსდა 689 მიკროპროექტი. პროექტების ფარგლებში პირდაპირ დასაქმდა 2500 ადამიანი. „წელს ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომლითაც ისარგებლა 900-მდე ოჯახმა და ეს სტატისტიკა ყოველდღე იზრდება. ესენი არიან ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები ან ოჯახები, ვისაც ეყოლათ ახალშობილი. შედეგად თითოეულმა მათგანმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინების შეძენა ჩვენი პროგრამის დახმარებით. ეს პროგრამა ასევე დიდი დახმარებაა სამშენებლო სექტორისთვის, დეველოპმენტისთვის, რომელიც ასევე ძალიან მტკივნეულად განიცდის ფინანსურ კრიზისებს, რადგან პირველი დარტყმა მოდის ხოლმე როგორც ტურიზმზე, ასევე მშენებლობაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იყო" - აღნიშნა მინისტრმა. რაც შეეხება 2022 წლის გეგმებს, მინისტრის განცხადებით, გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების გაფართოება. „თუ შექმნის დღიდან „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ინდუსტრიული და საკრედიტო საგარანტიო სქემით ისარგებლა ჯამურად 1 400- მა ბიზნესმა, (აქ არ შედის ქონების გადაცემისა და სოფლის მეურნეობის კომპონენტები), გეგმაში გვაქვს უახლოეს ორ წელიწადში კიდევ 1 500 ბიზნესს დავეხმაროთ განვითარებაში და ფინანსური რესურსის მოძიებაში.ანუ ამ პროგრამის ინტენსივობა იზრდება და გვსურს მომავალ ორ წელიწადში იმაზე მეტ ბიზნესს დავეხმაროთ, ვიდრე ეს მოხდა წინა 6 წელიწადში. მომავალ წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს დაახლოებით 270 მლნ ლარი. გარდა უკვე არსებული პროგრამებისა, 2022 წელს ჩვენი სააგენტო ექსპორტიორ კომპანიებს შესთავაზებს ტექნიკური დახმარების კომპონენტს, რაც ითვალისწინებს კომპანიის სერტიფიცირების, ბრენდინგისა და პროდუქციის შეფუთვის და საერთაშორისო ქსელში შესვლის ხარჯების თანადაფინანსებას გრანტის სახით" - განაცხადა ნათია თურნავამ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



