|
2021-12-16 10:12:25, 636 ნახვა
საზოგადოება
„არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების“ პროგრამის განხორციელების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დუშეთის მერმა მანანა ნარიმანიძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პაველ ვიზდალმა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს უფროსმა ალექსანდრე კარნერმა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამა 2018-2024 წლებში ხორციელდება და მისი საერთო ბიუჯეტი 2.3 მილიონი ევროა, რომლის 61%-საც ჩეხეთის განვითარების სააგენტო, 30%-ს ავსტრიის განვითარების სააგენტო, საერთო ბიუჯეტის 9%-ს კი სლოვაკეთის რესპუბლიკა დაფარავს, ხოლო საქართველოს მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დუშეთის მერია ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას გაუწევენ. „დაცული ტერიტორიების გაფართოება ჩვენი პრიორიტეტია. ბოლო წლების განმავლობაში, დაცული ტერიტორიების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და, დღეისათვის, ქვეყნის ტერიტორიის 12 პროცენტს შეადგენს. დუშეთის მუნიციპალიტეტში, 100 ათასი ჰექტარი დაემატა დაცულ ტერიტორიებს, სადაც ნაწილი დაცული ლანდშაფტის სახით არის წარმოდგენილი, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის მიერ დაცული ტერიტორიების მართვას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი ეკონომიკის, მათ შორის, ტრადიციული საქმიანობების განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ, ამ მხარდაჭერით, დუშეთის მუნიციპალიტეტი შეძლებს დაცული ტერიტორიების წარმატებით მართვას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც დუშეთის მერმა მანანა ნარიმანიძემ აღნიშნა, მემორანდუმი მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურებისა და მეტყევეობის მდგრად განვითარებას. აღნიშნული პროგრამა, არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს არის მორგებული.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)