03:22 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 18:09:42, 638 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - აღმოჩნდა, მასამართლებს არა სასამართლო, არამედ „რუსთავი 2“-ის დირექტორი, ვინმე ზაზა გველესიანი

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოსამართლე, ლაშა ჩხიკავძის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მას არა საქართველოს სასამართლო, არამედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ზაზა გველესიანი ასამართლებს.

ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არის ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს, აცილების შუამდგომლობის განხილვის დროს მოსამართლე.

„ალიან მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეა ბატონო ჩხიკვაძე და ნამდვილად არ მეგონა თუ შეძლებდა, პროფესიული სინდისი თუ მისცემდა უფლებას, რომ ეს არ გაეკეთებინა.

რომ არ აიცილა, ეს ცალკე საკითხია, დასაბუთება იყო სრულიად გამაოგნებელი, უნდა შეიტანო იურიდიული ფაკულეტეტების სახელმძღვანელოებში როგორი არ უნდა იყო მოსამართლე აცილების შუამდგომლობის განხილვის დროს. მთავარი შედეგი, აღმოჩნდა, რომ მე თურმე მასამართლებს არა ლაშა ჩხიკვაძე და არა პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლო, არამედ ვინმე ზაზა გველესიანი, რომელიც არის რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი და რუსთავი 2 ყოფილა ჩემი სასამართლო. რუსთავი 2-ის დირექტორობიდან უკანონოდ გამათავისუფლეს და რუსთავი 2 გადაიქცა ჩემ ბრალმდებლად. პროკურატურა არის რუსთავი 2 და მოსამართლე არის ზაზა გველესიანი. ეს აღმოჩნდა დღეს და რანაირად შეიძლება მე ამ ადამიანებს ვენდო. მთავარი ინტერესი დღეს, რომ მთავარი არხი არ არსებობდეს და მე ციხეში ვიყო, აქვს რუსთავი 2-ს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია რბილად რომ თქვათ, მთავარი არხის არსებობის გამო და მთავარი ინტერესი, რომ მე პატიმრობაში ვიყო არამხოლოდ ამის გამო, არამედ ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ ჩემგან, ჩხიკვაძის განაჩენით დადგენილი ფაქტებით, რომელიც უტყუარად უნდა იქნეს მიღებული სამოქალაქო სასამართლოს მიერ, აქვს ზაზა გველესიანს, რომელიც ჩხიკვაძისვე უახლოესი მეგობარია.

მას შემდეგ, რაც გუშინ, პროკურორმა მოწმის სახით დაკითხვაზე გამომიცხადა, რომ ცეცხლს ვეთამაშები, ეს ცეცხლი რა მასშტაბის იქნება არ ვიცი. მაგრამ,მე მგონია, რომ ყველა ცეცხლს ეთამაშება ამ ქვეყანაში, ვინც სამართალდამცავ უწყებებში იქცევა ისე, როგორც იქცევა. ძალიან დიდ ცეცხლს და არ ვურჩევ არავის რომ ეს ცეცხლის გააღვივოს. ძალან ცუდია ეს რაც ხდება, ძალიან ცუდია“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics