03:22 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 15:22:50, 597 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე UNICEF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილეს ფილიპ კორის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილეს ფილიპ კორის და ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა. 

ფილიპ კორიმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მასშტაბური სოციალური პროექტის, ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობისა და იქ მცხოვრები ათასობით ბავშვის პირობების გაუმჯობესებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის მადლობა გადაუხადა.

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა მცირეწლოვან ბავშვებში და ორსულ ქალბატონებში  სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის პროგრამის მნიშვნელობას. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება და ბენეფიციართა მოცვა ყოველწლიურად იზრდება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აჭარაში ვაქცინაციის დინამიურ ტემპზე. აჭარის მთავრობა UNICEF-თან ერთად მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს კოვიდ-19 პრევენციის და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. შეხვედრაზე სოციალური, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიმართულების მიმდინარე და სამომავლო პროგრამები განიხილეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics