03:03 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 14:51:03, 1008 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსხურმა „შრომის ლექსიკონის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა

შრომის ინსპექციის სამსხურმა  „შრომის ლექსიკონის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო კამპანიის მიზანი  განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

„შრომის ლექსიკონი“  განმარტავს შრომით უფლებებთან დაკავშირებულ ტერმინებს და აცნობს დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს მათ უფლება-მოვალეობებს.

კამპანია ასევე უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის საქმიანობისა და როლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ხელს უწყობს შრომით კულტურაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო რგოლები და პოსტერები შემდეგი თემატიკის ირგვლივ: არადისკრიმინაციული გარემო სამუშაო ადგილზე, სექსუალური შევიწროებისგან დაცვა, გონივრული მისადაგების პრინციპი, შრომითი ხელშეკრულება, სტაჟირება, სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაო, დეკრეტული შვებულება და თანამშრომლობა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქისთვის შექმნილი იყოს ჯანმრთელი შრომითი გარემო და პირობები. ასევე საჭიროა ჩვენი მოქალაქეების იმ ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რომელიც მათ დასაქმებაზე გადის, რადგან მხოლოდ დაცული შრომითი უფლებების მქონე მოქალაქეს შეუძლია შექმნას ის დოვლათი და სიკეთე ეკონომიკაში, რომელიც აისახება თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია და მომზადებული მასალები Facebook, LinkedIn და Instagram გვერდებზეა განთავსებული. აქვეა შესაძლებელი მომხმარებელმა პირადი შეტყობინების სახით  შეკითხვები დაუსვას იურისტებს და მიიღოს კვალიფიციური, ამომწურავი ინფორმაცია შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ღონისძიებას   ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, დონორი ორგანიზაციებისა და “საქართველოს პროგრესული ფორუმის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო კამპანია „შრომის ლექსიკონი“  „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ ინციატივითა და USAID-ის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, სოლიდარობის ცენტრისა და ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics