|
2021-12-14 18:45:15, 969 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა აზერბაიჯანის მაღალი ტექნოლოგიების და ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის მაღალი ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე. შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სატრანსპორტო დარგებს შორის. გამოიყო ის მიმართულებები, სადაც ურთიერთობა განსაკუთრებით წარმატებულია. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ისეთი მიმართულებების განვითარებაში, როგორიცაა ტრასეკა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი - შუა კორიდორი, სუამი, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი სპარსეთის ყურე - შავი ზღვა, მარშრუტი ლაპის ლაზული და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს ტვირთბრუნვის ზრდას ევროპასა და აზიას შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ, რომლის გავლითაც გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ზრდადი დინამიკით გამოირჩევა. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ევროპა - აზიის ტრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის პროცესს, რაც საბოოლოდ დადებითად მოქმედებს ორივე ქვეყნის ეკონომიკებზე. კერძოდ, საუბარია სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო პლატფორმებზე ერთობლივი პრეზენტაციების გამართვაზე, პროფილურ გამოფენებში მონაწილეობასა და სხვა სახის აქტივობების განხორციელებაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა დარგებში.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)