04:01 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 11:10:04, 641 ნახვა

პოლიტიკა
ეკატერინე ტიკარაძე – კონსულტაციები მიმდინარეობს, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი იქნება ღირსეული

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისთვის არ არის ცნობილი, თუ ვინ განიხილება მის შემცვლელად, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდში გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს და კანდიდატი, რომელსაც მინისტრის თანამდებობაზე დაასახელებენ, იქნება ღირსეული. 

„ჩემთვის ეს არ არის ცნობილი, გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს, იმ შემთხვევაში, თუ მექნება ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვთვლი, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული და მნიშვნელოვანია, მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, მნიშვნელოვანი და თანმიმდევრული ნაბიჯები. არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს, ვინაიდან მისი ბექგრაუნდი ჯანდაცვასთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics