|
2021-12-13 16:54:15, 588 ნახვა
საზოგადოება
სასტუმრო „გუდაური ლოჯი” სტუმრებს 15 დეკემბრიდან უმასპინძლებს
„გუდაური ლოჯი" თბილისიდან 120 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, სათხილამურო კურორტ გუდაურში მდებარეობს. პროექტი თიბისის მხარდაჭერით, 2019 წლის ბოლოს განხორციელდა. გამორჩეული დიზაინის მქონე ski-in/ski-out ტიპის სასტუმრო 4 კატეგორიის 121 კომფორტულ ოთახს აერთიანებს. სასტუმროს სკი დეპო დამსვენებლებს უმაღლესი ხარისხის ტექნიკურ მომსახურებასა და უახლესი სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობის საშუალებას აძლევს. „გუდაური ლოჯის" რესტორანი სტუმრებს როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ქართული კერძებით უმასპინძლებს. რესტორნის ტერასიდან კავკასიონის ულამაზესი ხედი იშლება. ნულოვან სართულზე დამსვენებლებს ლობი ბარი (სასმელებისა და ხემსის მრავალფეროვანი არჩევანით), ენოთეკა (150-ზე მეტი დასახელების უნიკალური ქართული ღვინის კოლექციით) და კონცეპტუალური მაღაზია მოემსახურება. მთიდან დაბრუნებულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაისვენონ სპა ცენტრში, სადაც მასაჟის ოთახებით, ღია და დახურული აუზით, ასევე, კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზით ისარგებლებენ. თიბისისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორაციული კლიენტების მხარდაჭერა და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ, სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)