15:59 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 17:39:27, 392 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ

თბილისის ყველა რაიონში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრები მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ.  

„ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ვგეგმავთ ათი მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის პროექტის გაგრძელებას. ორი უკვე მიმდინარეობს - სამგორის რაიონში და დიდ დიღომში. ამას დაემატება რვა ახალი პროექტი. გვინდა, ყველა რაიონში იყოს სივრცე, სადაც განთავსდება საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, ფიტნეს ზონა, საცურაო აუზი, მედიათეკა. აღსანიშნავია, რომ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მერია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შემოქმედებითი და გასართობი ინდუსტრიების აქტიურ მხარდაჭერასაც გეგმავს.

„მომდევნო წლებში ვაპირებთ, კოჯორში მასშტაბური, მრავალფუნქციური ახალგაზრდული სოფლის მშენებლობას, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მოდერნიზებას, ციფრული ჰაბების მოწყობას, რვა ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებას, მუზეუმებისა და სახლ-მუზეუმების, ასევე, სახელოვნებო სკოლების რეაბილიტაციას, დენდროლოგიურ პარკში სახელოვნებო ჰაბების მოწყობას, სკეიტპარკებისა და სხვა გასართობი სივრცეების მოწყობას, შემოქმედებითი და გასართობი ინდუსტრიების აქტიურ მხარდაჭერას“, - განაცხადა კახა კალაძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics