06:23 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 15:10:16, 610 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში არსებობს ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სახალხო დამცველისა და ინეპექტორის სახით

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ საქართველოში 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი არსებობს.

განცხადებას ყოფილიპრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს.
ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლიან პოზიციას, უსამართლო ფაქტების წინააღმდეგ." - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ცნობითვის, ​სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics