|
2021-12-07 11:15:24, 837 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „Interco Nouvelle-Aquitaine“-ის მხარდაჭერით, საფრანგეთში ქართველი მეღვინეების სასწავლო ვიზიტი განხორციელდა
ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს „Interco Nouvelle-Aquitaine" ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს ქართველ და ფრანგ ღვინის მწარმოებლებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანაშრომლობის ხელშეწყობას; პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და კულტურის საფრანგეთში პოპულარიზაციისთვის. პროექტის ფარგლებში, ქართველი მეღვინეები საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში საერთაშორისო გამოფენაზე „SITEVI" ტექნიკურ კონფერენციებსა და ფრანგული ღვინის სექტორის შესახებ ტრენინგებს დაესწრნენ, გამართეს ბიზნეს (B2B) შეხვედრები, გაეცნენ ინფორმაციას მევენახეობა-მეღვინოების დარგში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ, დაათვალიერეს საგვარეული მეღვინეობა Domaine de Rieucoulon. ქართველი მეღვინეები, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრშიც - Cité du Vin იმყოფებოდნენ. ცენტრი 2017 წელს გაიხსნა და პირველი მასპინძელი ქვეყანა სწორედ საქართველო იყო გამოფენით „საქართველო ღვინის სამშობლო". ქართული დელეგაციისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა სტუმრობა ფრანგულ მევენახეობებში, სადაც ისტორიულ ღვინის საცავებს, ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების მეთოდებს გაეცნენ, დააგემოვნეს საუკეთესო ფრანგული ღვინოები (Château Smith Haut Lafitte, Château Latour Martillac, Château Loudenne, Château Pontet-Canet, Château Ferrière). ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ბორდოს ღვინით ვაჭრობის ისტორიულ უბანში, ღვინის მაღაზიაში „Chai des Chartron" გამართულ დეგუსტაციაზე. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და მარნების: "ველინო", "ანაპეა", "გიდა ვაინი", "მტევინო", "ღვარძელაშვილის მარანი" და "KateWine" წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ „Interco Nouvelle-Aquitaine", მიმდინარე წლის დასაწყისში, ღვინის ეროვნულ სააგენტოს ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე მიმართა. საქართველოსა და საფრანგეთის ღვინის კომპანიების თანამშრომლობის პროექტის განსახორციელებლად, „Interco Nouvelle-Aquitaine"-მ ევროპალატის პროგრამის (EU2Business) გრანტი მოიპოვა. ქართულ-ფრანგული ერთობლივი პროექტი ასევე მოიცავს საფრანგეთის დელეგაციის სტუმრობას საქართველოში; პირველი ვიზიტი უკვე შედგა მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე, ხოლო მეორე დაგეგმილია 2022 წლის 20 თებერვლიდან 26 თებერვლამდე. ქართველი მეღვინეები საფრანგეთს მეორე ვიზიტით 2022 წლის 23 იანვრიდან 29 იანვრამდე ეწვევიან.
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



