00:47 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 19:51:27, 912 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 5,9 მლრდ ლარი

„ქვეყნის 2022 წლის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 5,9 მლრდ ლარი. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მაქსიმუმია“ - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ჩართვისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა - ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, 2022 წლის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 5,9 მლრდ ლარი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მაქსიმუმია.

მან ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით.

„პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის მიმართულება, სადაც ამოქმედდება მთელი რიგი ახალი პროგრამები. გარდა ამისა, სოციალური მიმართულებითაც ჩამონათვალის ფართო სპექტრია წარმოდგენილი, რომლის დაფინანსებაც ასევე გაიზრდება. ეს მოიცავს საპენსიო თანხების ზრდასაც. მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც სოციალურად დაუცვლ ოჯახებში ბავშვების ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს, რომლის დროსაც თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით თანხა გაიცემა. ამ მიმართულებით ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება; რეგიონული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხები", - განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, დაფინანსება იზრდება განათლების სექტორშიც. კერძოდ, 190 მლნ ლარი  დაიხარჯება ინფრასტრუქტურის აღსადგენად ამ მიმართულებით. მომავალ წელს ჩOVID-19-ის მართვისთვის გათვალისწინებულია  500 მლნ ლარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics