06:21 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 17:13:29, 607 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანა ქვეყანაში შურისძიების ციკლის სამუდამო დასრულებაა

მე ვფიქრობ, რომ ამოცანა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისაც არის არა საკუთარი თავის გამოხსნა, არამედ, ამ ქვეყანაში შურისძიების ციკლის სამუდამოდ დასრულება“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და დასრულდეს შურისძიება.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადად მოვინახულო, გავიგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად, მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი - შურისძიების მსხვერპლი და ობიექტი - ეს არის ძალიან დიდი გარდა ადამიანური, ასევე, პოლიტიკური პრობლემისა ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს, შევძლებთ ამაზე საუბარს. რასაც ჩვენ ვხედავთ მის მიმართ, ეს არის შეურაცხყოფა იმ აუცილებელი კითხვებისა, იმ ადამიანებისაც, ვისი უფლებებიც შეილახა და ვისაც ლეგიტიმური კითხვები გააჩნია მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ეს არის უსამართლობის და შურისძიების პროცესი, რომლიდანაც მოგებული არავინ და ვერავინ ვერ იქნება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური ამოცანა, რომ საქართველოში არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და დავასრულოთ შურისძიება და მე ვფიქრობ, რომ ამოცანა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისაც არის არა საკუთარი თავის გამოხსნა, არამედ, ამ ქვეყანაში შურისძიების ციკლის სამუდამოდ დასრულება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics