|
2021-12-05 16:33:45, 878 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება სოფლის მეურნეობით,-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, თანამედროვე ტექნოლოგიისა და ინოვაციის საშუალებით, ახალგაზრდები უკეთესად შეძლებენ ინოვაციური მიდგომების ფერმერებამდე მიტანას. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება სოფლის მეურნეობით. ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვჭირდება უფრო კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობა, სადაც მეტი თანამედროვე ტექნოლოგია და ინოვაცია იქნება; ეს კი ახალგაზრდებს უკეთ გამოუვათ, შესაბამისად, უკეთესად შეძლებენ ინოვაციური მიდგომების ფერმერებამდე მიტანას და, ამავე დროს, სხვა დაინტერესებული ახალგაზრდების ჩართვას სოფლის მეურნეობაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 5 წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი პროექტი განხორციელდა. მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მიმართულებით განხორციელებული პროექტი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც კონკურენტუნარიან სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. „სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალურ ცენტრებში სტაჟიორებს შესაძლებლობა აქვთ, სოფლის მეურნეობის დარგში პროფესიული მიმართულებების პრაქტიკული უნარ-ჩვევები სტაჟირების გავლით შეიძინონ. შეხვედრაზე, სტაჟიორებს აგრარულ ლიტერატურა და საექსტენციო საქმიანობისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცათ. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)