01:53 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 21:05:35, 1372 ნახვა

ეკონომიკა
ნარმანია- INTER RAO ყოველთვის ითხოვს ტარიფების ზრდას, თუმცა კომისია მათი წესებით არ მუშაობს

მარეგულირებლის გადაწყვეტლება სხვა კომპანიების მიერაც ყოფილა გასაჩივრებული, თუმცა სასამართლო დავა აქამდე არავის მოუგია, რადგან კომისია ძალიან გამჭვირვალე მეთოდებით და ფორმულებით ანგარიშობს ტარიფებს. - ამის შესახებ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ განაცხადა.

"2014 წელს სემეკ-ი ტარიფების გაანგარიშების ახალ, ცივილიზებულ მოდელზე გადავიდა და უარი თქვა იმ ძველ და მახინჯ პრაქტიკაზე, რომელიც არსებობდა. აქედან გამომდინარე, ტარიფი სწორედ ახალი მეთოდით იქნა დათვლილი. მაშინ [2014 წელს] რთული იყო იმის პროგნოზირება, რომ მხარე ამ საკითხს არბიტრაჟში გაასაჩივრებდა, თუმცა გაასაჩივრეს.

არბიტრაჟს ბოლომდე მიიყვანენ შესაბამისი უწყებები. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი თანხა იყო მოთხოვნილი, თუმცა ნაკლები დაკმაყოფილდა, მაგრამ ეს არ არის ბოლო ინსტანცია.

2014 წლის შემდეგ, ახალი მეთოდოლოგიით არაერთხელ დადგინდა ტარიფები და არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს მეთოდოლოგია დღეს ყველაზე გამართული და აპრობირებულია. ამ მეთოდოლოგიით დადგენილი ტარიფები სხვების მიერაც ყოფილა გასაჩივრებული, თუმცა დავა აქამდე არავის მოუგია, იმიტომ, რომ მარეგულირებელი კომისია აღნიშნული მეთოდოლოგიით, ძალიან გამჭვირვალედ, კონკრეტული ფორმულებით ანგარიშობს ტარიფს.
 
Inter RAO ყოველთვის ითხოვს ტარიფების ზრდას, თუმცა მარეგულირებელი კომისია მათი წესებით არ მუშაობს და მას აქვს თავისი დღის წესრიგი. აქამდე ჩვენ ამ წესებით ვხელმძღვანელობდით და მომავალშიც ასე ვიხელმძღვანელებთ". – ამბობს ნარმანია. 

საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა წააგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართულმა მხარემ კომპანიას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. კომპენსაციის ოდენობა 80.5 მილიონი დოლარით განისაზღვრა. საქართველომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics