07:37 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 15:28:12, 600 ნახვა

საზოგადოება
„ევროპის დემოგრაფიული მომავლის შენება” - ბულგარეთში მინისტრთა კონფერენცია გაიმართა

„ევროპის დემოგრაფიული მომავლის შენება”- ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით ბულგარეთში, ქ. სოფიაში მინისტრთა კონფერენცია გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა მოსახლეობის დაბერებასთან, შობადობასთან, გენდერულ თანასწორობასა და ოჯახის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.საუბარი შეეხო  სოციალური პოლიტიკისა და პროგრამების დაფინანსების მექანიზმებსაც.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე სიტყვით  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გამოვიდა.

თამილა ბარკალაიამ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება  სოციალური დაცვის მიმართულებით არსებულ  მიღწევებსა და გამოწვევებზე გაამახვილა.

შეხვედრას ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავრობების უმაღლესი წარმომადგენლები, წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics