02:34 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 09:58:08, 776 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მიუხედავად არბიტრაჟის მიერ „ინტერ რაოს" პოზიციების ნაწილობრივ გაზიარებისა, სწორი გადაწყვეტილებაა, არ გავზარდოთ ტარიფები

`მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლებისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის" გადასახდელი ტარიფი, მიუხედავად  იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს" პოზიციები`, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან" მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა.

ნათია თურნავას შეფასებით, დენის ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო.

„სწორედ ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ჩვენ აბსოლუტურად მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ცნობილია, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა, რაც  საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა და საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება. საქართველოს მთავრობა  მიიჩნევს, რომ  2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული, ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი, გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics