|
2021-11-30 16:37:47, 1197 ნახვა
რეგიონი
„Wineland-ღვინის მხარეში“, კონფერენცია „ადგილობრივი განვითარების აქტორები - თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართა
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და ქედის მერიის ორგანიზებით, სოფელ ვაიოში განლაგებულ კომპლექსში, „Wineland-ღვინის მხარეში“, კონფერენცია „ადგილობრივი განვითარების აქტორები - თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართა. ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენცია პროექტის - „ჩართულობა და სასოფლო თემის მდგრადი განვითარება“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ხორციელდება ფონდ „პური მსოფლიოსათვის“ მხარდაჭერით. "შეხვედრის პროცესში, მოხსენებით პროექტის „ჩართულობა და თემის მდგრადი განვითარება“ კოორდინატორმა - მერაბ ცინდელიანი, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერები: როლანდ ბერიძე, ომარ ტაკიძე და ვახტანგ ბერიძე წარსდგნენ. პროექტის რეგიონალური კოორდინატორმა - ასლან ჭანიძემ და DVV საქართველო, ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრების საქართველოში, პროექტების კოორდინატორმა - დათო ჯიქიამ პროექტის - „ჩართულობა და სასოფლო თემის მდგრადი განვითარება“ მიმდინარე საქმიანობისა და DVV საქართველო, განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა ქედის მუნიციპალიტეტში, აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია წარადგინეს. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, განვითარების ტალღა, სოციალური პროექტები ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ქედის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებითი მონაწილეობა საგრანტო და ადგილობრივ პროექტებში - ეს ის ძირითადი თემებია, რაზეც თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროგრამების კოორდინატორმა ქეთევან ადეიშვილმა და პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ დირექტორმა რამაზ თურმანიძემ და აჭარის წყალი ჯორჯიას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა - ნინო დიასამიძემ და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ დეტალურად ისაუბრეს. კონფერენციის დასასრულს, სამივე მუნიციპალიტეტის მერებმა თემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს", – ვკითხულობთ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)