|
2021-11-28 12:42:11, 1134 ნახვა
პოლიტიკა
პირადად ავუხსნათ, რა ხდება ბათუმში - ოპოზიცია ელჩებთან და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს
ჩანაწერებში კარგად ჩანს და იდენტიფიცირებულია ის ადამიანები, ვინც ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ახორციელებდა, თუმცა აქამდე მათი დაკითხვა არ მომხდარა, - ბათუმში ოპოზიციის ლიდერები, „ენმ-ს“ დეპუტატის გარდაცვალების საქმეზე, ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, ისინი დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებსა და მესამე სექტორს აუხსნან, რა დარღვევები ხდება ბათუმსა და ზოგადად აჭარაში. "ჯერ კიდევ 5 ნოემბერს, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოს წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლის, მოსყიდვისა და შანტაჟის მცდელობები. ვთქვით რომ გვქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია, არანაირი გამოძიება არ დაიწყო. 24 ნოემბერს უკვე გავასაჯაროვეთ შესაბამისი მტკიცებულებები სადაც ნათლად ჩანს სისხლის სამართლის დანაშაული. ამ დრომდე გამოკითხვაზე მაგალითად მე ორჯერ ვიყავი და ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრია მხოლოდ დაბარებული. ჩანაწერებში კარგად ჩანს და იდენტიფიცირებულია ის ადამიანები, ვინც ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ახორციელებდა. თუმცა აქამდე მათი დაკითხვა ჯერ კიდევ არ მომხდარა. გაუგონარ რამესთან გვაქვს ბათუმში საქმე. იმის ფონზე, როდესაც ტოტალურად გაყალბდა არჩევნების მეორე ტური ბათუმში და ჩვენ ამის შესაბამისი მტკიცებულებები გამოვაქვეყნეთ. როდესაც დაგვიანონსა პარტიის ხელმძღვანელმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა ზეწოლა პარტიის არჩეულ წევრებზე და ეს განახორციელეს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის შედეგია სწორედ ის, რომ დღეს ბატონი ნუგზარი ფუტკარაძე არ არის ჩვენთან ერთად. იმის ფონზე, როდესაც ამ გამოძიებას ახლაც ხელმძღვანელობს მთავარი ბრადლებული ამ საქმეში, თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე, რომელიც ამ დრომდე ინარჩუნებს სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას, იმის ფონზე, როდესაც ხელის გადაგრეხვით, ათასი პოლიციელის დახმარებით, ვადაგასულმა საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტი, ჩვენ ვართ გამოუვალ მდგომარეობაში.მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ჯგუფი მომავალი კვირიდან, ჩავა აუცილებლად თბილისში და ვითხოვთ შეხვედრას ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან, რათა დოკუმენტალურად, პირადად ავუხსნათ, რა წარმოუდგენელი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარ საელჩოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მოახერხონ ჩვენთან შეხვედრა, რათა ფაქტებით ავუხსნათ რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა გიორგი კირთაძე. შეგახსენებთ, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)