2021-11-27 21:24:49, 1032 ნახვა
საზოგადოება
ტყიბულში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს
ტყიბულში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ტყიბულში, მიწის მასიდან ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უკვე ამოყვანილია.
ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
გარდა ამისა, სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,