09:12 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 17:25:56, 872 ნახვა

საზოგადოება
26 ნოემბერს, იუნესკოს ეგიდით, საქართველოში ზეთისხილის მსოფლიო დღე აღინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს (IOC) ზეთისხილის მსოფლიო დღე მიულოცა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ზეთისხილის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. ზეთისხილის პლანტაციების გაშენება ქვეყნის ეკონომიკურ წახალისებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„ზეთისხილი არის კულტურა, რომელსაც ქვეყანაში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს მეხილეობის დარგის განვითარებას. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, უკვე 15 000  ფართობზე მეტი ინტენსიური ბაღი გავაშენეთ, მათ შორის არის ზეთისხილის პლანტაციებიც. ვგეგმავთ, საქართველოში შევქმნათ ზეთისხილის სანერგე მეურნეობა იმისათვის, რომ ზეთისხილის პლანტაციების გაშენება დავაჩქაროთ და ადგილობრივად წარმოებული ზეთისხილის ნერგები გამოვიყენოთ. ამასთანავე, სახელმწიფო ლაბორატორიაში მოხდება უკვე წარმოებული პროდუქტის ხარისხის კონტროლი. სახელმწიფო მზად არის, თანადაფინანსებით ხელი შეუწყოს დამატებითი საწარმოების შექმნას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს; განიხილეს ფინანსური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და გარემო პირობებთან დაკავშირებული საკითხები.

ზეთისხილის მსოფლიო დღე საქართველოში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიის და მრჩეველთა საბჭოს რიგით 57-ე სხდომის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, იუნესკოს ეგიდითა და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით ჩატარდა. საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics