|
2021-11-26 14:43:21, 798 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე სისხლის ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სისხლის ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინიტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოში სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებასა და ახალ კანონპროექტზე ისაუბრეს, რომელიც სისხლის პროდუქტების წარმოების სისტემის გაძლიერებას, ხარისხის გაუმჯობესებას და ცენტრალიზებული სისტემის შექმნას ითვალისწინებს. განიხილეს სისხლის უანგარო დონაციის ხელშეწყობის საკითხიც. კანონპროექტი სისხლის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ნორმატიულ მასალას ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს, რომელიც ევროდირექტივებთან იქნება შესაბამისობაში. "ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ერთიანი ხარისხის სისტემა, რომელიც სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხის დაცვას უზრუნველყოფს. მოწესრიგდება სისხლის დონორობის უფლებასთან და პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები. განისაზღვრება კომპეტენტური ორგანოს მიერ ლიცენზიის გაცემის წესი, სისხლის დაწესებულების კონტროლთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები და ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში კომპეტენტური ორგანო. სისტემის გაძლიერების მიზნით, 2020 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრი, ლიეტუველ და ჰოლანდიელ ექსპერტებთან ერთად ევროკავშირის დაძმობილების TWINNING პროექტს ახორციელებს . პროექტის ფარგლებში ქართველ ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს სისხლის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროდირექტივებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. უსაფრთხო სისხლი საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია."- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)