02:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 00:59:19, 1528 ნახვა

საზოგადოება
#თიკოსთვის - თიკო ტურძილაძეს საზოგადოების თანადგომა ჭირდება #ქველმოქმედება

#თიკოსთვის ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ერთი უდიდესი სათხოვარი მაქვს თქვენთან. ეს ლამაზი და სიცოცხლით სავსე გოგო ჩემი დაიკოა, 32 წლის თინათინი - თიკო ტურძილაძე. ის ასე აღარ გამოიყურება. ახლა მის და ჩვენ ცხოვრებაში დგას ძალიან რთული ეტაპი. თიკო მძიმე სენს ებრძვის, ბრტყელუჯრედოვან კარცინომას, რომელიც არის ავთვისებიანი და სწრაფად პროგრესირებადი. უკვე მოცული აქვს სახის მარჯვენა ნახევარი, მათ შორის თვალი. რომლის დაკარგვის ძალიან დიდი საშიშროებაა. ვეღარ გრძნობს სახის მარჯვენა ნახევარს. მკურნალობა საქართველოში დავიწყეთ თოდუას კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა 3 ქიმიოთერაპია, თუმცა მოხდა ის რისიც ყველაზე ძალიან გვეშინოდა, უშედეგოდ ჩაიარა ქიმიოთერაპიებმა. სიმსივნე უფრო გააქტიურდა. ისეთ მიუდგომელ ადგილებშია, ოპერაცია ვერ კეთდება. მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. კეთილი ადამიანების რჩევით, რომელთაგან ზოგი ონკოპაციენტია, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სასწრაფოდ წავიყვანოთ თურქეთში, აჯიბადემის ჰოსპიტალში, სადაც უფრო დიდი შანსი იქნება მისი სიცოცხლის გადარჩენისა და თვალის შენარჩუნების. როგორც მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს აღარ გვაქვს. უმორჩილესად გთხოვთ, დაგვიდექით გვერდში და ვისაც რისი საშუალება გექნებათ გაიღოთ #თიკოს სიცოცხლის გადასარჩენად.1 ლარიც კი უდიდესი მნიშვნელობისაა. ასევე გთხოვთ თქვენს გვერდსა და სხვადასხვა ჯგუფებში გაზიარებას, რათა მეტმა ადამიანმა ნახოს და დაგვეხმაროს. საქართველოს ბანკი BOG GE21BG0000000527946697 თი ბი სი ბანკი TBC GE42TB7960845064300035 FOR EUR and USD TRANSFER GE42TB7960845064300035 მიმღები:გვანცა ტურძილაძე Name of Beneficiary: GVANTSA TURDZILADZE მჯერა, კეთილი ადამიანების დახმარებით შევძლებთ გამარჯვებას





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics