01:17 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 14:59:26, 751 ნახვა

ეკონომიკა
ახალგაზრდა ფერმერების გადამზადების მიზნით, ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ღრმავდება

სასოფლო-სამეურნეო სადემონსტრაციო ცენტრის შექმნის და ახალგაზრდა ფერმერების გადამზადების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და ისრაელის კონსულმა საქართველოში, სმადარ ცემახ-რაცაბმა მოაწერეს. 

„ისრაელსა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის, ეს მემორანდუმიც ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც სადემონსტრაციო ჰაბის მოწყობის და ტრენინგების ჩატარების მიზნებისთვის, ქართული მხარის პრიორიტეტებისა და საჭიროებების მიხედვით,  ისრაელის მოწინავე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მოწოდებას ითვალისწინებს. ყველა კონტრიბუცია სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ცოდნის გაზიარებას ეხება. მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ისრაელიდან ჩამოვლენ სპეციალისტები, რომლებიც ჩვენ ფერმერებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლასა და დანერგვაში დაეხმარებიან. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მზად არის აქტიურად ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში და თავისი ცოდნა-გამოცდილება ყველა მხარეს გაუზიაროს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე უკვე აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური, სადაც მოხდება ფერმერების გადამზადება. სათბური აღჭურვილია ვენტილაციის, ფერტიგაციის და წვეთოვანი მორწყვის სისტემებით; შემდგომ ეტაპზე, ცენტრის ნაკვეთზე ჰიდროფონიკის (მცენარის უნიადაგოდ მოყვანის ინოვაციური მეთოდი) ტექნოლოგია დაინერგება.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics